კონკურსის წესდება

თ. ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა X საერთაშორისო კონკურსი ბორჯომში
23-26 ოქტომბერი, 2024 წელი

დამფუძნებელი - კლასიკური მუსიკის განვითარების ფონდი

კონკურსის ჩატარების პირობები
1. თ. ამირეჯიბის სახ. პიანისტთა X საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება ბორჯომში 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით.
2. კონკურსი ტარდება 2 სპეციალობაში: სოლო ფორტეპიანო და საფორტეპიანო დუეტი (ოთხ ხელში) სოლო ფორტეპიანოს სპეციალობაში კონკურსი ტარდება 4 ასაკობრივ კატეგორიაში და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 6-დან 26 წლამდე ასაკის ნებისმიერი ქვეყნისა და ეროვნების წარმომადგენელს. საფორტეპიანო დუეტის სპეციალობაში (ოთხ ხელში) კონკურსი ტარდება 1 კატეგორიაში და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის სხვადასხვა ქვეყნისა და ეროვნების წარმომადგენლებს.
3. ყველა მოსმენა საჯაროა.
4. პროგრამის ზეპირად შესრულება სავალდებულოა მხოლოდ სოლო ფორტეპიანოს სპეციალობაში.
5. წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები დაუშვებელია. 
6. საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 სექტემბერი. 
7. სასურველია ყველა კონკურსანტი დაესწროს გახსნის ცერემონიალს.
8. კონკურსანტმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა კონკურსის ვებ-გვერდზე: www.borjomicompetition.ge, უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობის/პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, გადახდის ქვითრის ასლი და უახლესი ფერადი ფოტოსურათი.
9. მონაწილეთა  გამოსვლის  თანმიმდევრობა დადგინდება ანბანის მიხედვით.  ეს თანმიმდევრობა შენარჩუნებული იქნება კონკურსის ბოლომდე.
10. გაუთვალისწინებელი მიზეზებით გამოწვეული განრიგის ცვლილების შემთხვევაში, ყველა კონკურსანტი მზად უნდა იყოს დაუკრას შეცვლილი განრიგის მიხედვით.
11. მთელი კონკურსის განმავლობაში ნაწარმოების გამეორება არ შეიძლება.
12. პროგრამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საკონკურსო პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი პროგრამა უარყოფილია ხანგრძლივობის გამო, მისი შეცვლა შესაძლებელია წარმოდგენიდან 1 კვირის ვადაში.
13. ჟიურის აქვს უფლება:
ა) კონკურსანტს ნებისმიერი მიზეზით შეაწყვეტინოს გამოსვლა.
ბ) არ გასცეს ან გაყოს პრემია
გ) წარმოადგინოს კონკურსში საკუთარი მოსწავლე ხმის უფლების გარეშე.
14. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
15. კონკურსის მსვლელობის განმავლობაში კონკურსანტებს ან მათ ახლობლებს ჟიურის წევრებთან კონტაქტი ეკრძალებათ.
16. პრიზის მისაღებად ყველა გამარჯვებული ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა დახურვის საზეიმო ცერემონიალში. ფულადი პრემია გაიცემა საქართველოს ბანკის საშუალებით კონკურსის დამთავრებიდან მაქსიმუმ 30 დღეში.
17. ყველა კონკურსანტი ვალდებულია თვითონ უზრუნველყოს გზის, სასტუმროს და კვების ხარჯები. კონკურსის ადმინისტრაცია , სურვილის შემთხვევაში, დაეხმარება სასურველი სასტუმროს შერჩევაში. ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე borjomicompetition@hotmail.com, ან დაგვირეკეთ: 577214414

ასაკობრივი კატეგორიები და გადასახადი



სოლო ფორტეპიანო


ასაკი კატეგორია გადასახადი
6-9 I 40 ლარი
10-12 II 60 ლარი
13-15 III 80 ლარი
16-25 IV 100 ლარი

საფორტეპიანო დუეტი

ასაკი გადასახადი
ულიმიტო 60 ლარი


საკონკურსო პროგრამა



სოლო ფორტეპიანო

I კატეგორია
ერთ ტურად
თავისუფალი პროგრამა.ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წუთისა

II კატეგორია
ერთ ტურად
თავისუფალი პროგრამა.ხანგრძლივობა არაუმეტეს 15 წუთისა

III კატეგორია
ერთ ტურად
თავისუფალი პროგრამა.ხანგრძლივობა არაუმეტეს 20 წუთისა

IV კატეგორია
ორ ტურად

I ტური
თავისუფალი პროგრამა.ხანგრძლივობა არაუმეტეს 25 წუთისა
II ტური
თავისუფალი პროგრამა.ხანგრძლივობა არაუმეტეს 40 წუთისა
ამ კატეგორიაში სავალდებულოა ფ. შოპენის ერთი ნაწარმოების შესრულება.
მეორე ტურში გადადის არაუმეტეს 3 მონაწილისა.

საფორტეპიანო დუეტი (ოთხ ხელში)

კონკურსი ტარდება ერთ ტურად . თავისუფალი პროგრამა არაუმეტეს 15 წუთისა.


პრემიები და პრიზები


სოლო ფორტეპიანო


I კატეგორია
I პრემია 400 ლარი
II პრემია 300 ლარი
III პრემია 200 ლარი
პრემიები იბეგრება
II კატეგორია
I პრემია 800 ლარი
II პრემია 500 ლარი
III პრემია 300 ლარი
პრემიები იბეგრება
III კატეგორია
I პრემია 900 ლარი
II პრემია 700 ლარი
III პრემია 400 ლარი
პრემიები იბეგრება
IV კატეგორია
I პრემია 5000 ლარი
II პრემია 3000 ლარი
III პრემია 2000 ლარი
პრემიები იბეგრება

ჟიურის მიერ ასევე გაიცემა ფულადი ან სხვა სახის სპეციალური პრიზი, რაც გამოცხადდება კონკურსის საზეიმო დახურვის ცერემონიალზე.
საფორტეპიანო დუეტებში გაიცემა ერთი პრემია 1000 ლარის ოდენობით.