სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი"

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ბორჯომი ლიკანი” ქალაქ ბორჯომში, სახელგანთქმული ბორჯომის მინერალური წყლების სამშობლოში, უმშვენიერესი წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს, ცნობილი მე-4 სამმართველოს სანატორიუმის ტერიტორიაზე. ჯერ კიდევ რომანოვების დროს შეირჩა ეს ადგილი საზაფხულო რეზიდენციად უნიკალური მიკროკლიმატის გამო. ბორჯომი ლიკანი გამორჩეულია სპა და სამედიცინო ცენტრით, რომელიც სტუმრებს მრავალფეროვან, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო პროცედურებს სთავაზობს, ბორჯომის უნიკალური წყლების სამკურნალო თვისებების დახმარებით. სპა ცენტრში შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრადიციული თურქული ჰამამით, 3 საუნის ოთახით, საცურაო აუზით, ფიტნეს-დარბაზითა და 6 მასაჟის ოთახით, სადაც უნიკალური, გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები ტარდება. ბორჯომი ლიკანში შესაძლებელია როგორც ევროპული, ასევე ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება. 166 კვ.მ დარბაზითა და 3 სრულად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზების საშუალებით, ბორჯომი ლიკანს შეუძლია 200 პირზე გათვლილ კორპორატიულ ღონისძიებასა თუ ქორწილს უმასპინძლოს. ღონისძიებების დაგეგმვა, ასევე შესაძლებელია სასტუმროს ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ. სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს საბავშვო კლუბი პატარა სტუმრების გართობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, სასტუმრო სტუმრებს ასევე სთავაზობს მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს: ცხენზე ჯირითი, ველოსიპედები, ელ.სკუტერები, მშვილდოსნობა, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ჯომარდობა, სალაშქრო ტურები და ექსკურსიები.