კონკურსის წესდება

თ. ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა XII საერთაშორისო კონკურსი ბორჯომში
21-25 ოქტომბერი, 2026 წელი

დამფუძნებელი - კლასიკური მუსიკის განვითარების ფონდი

კონკურსის ჩატარების პირობები
1. თ. ამირეჯიბის სახ. პიანისტთა XII საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება ბორჯომში 2026 წლის 21 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით.
2. კონკურსი ტარდება სოლო ფორტეპიანოს სპეციალობაში 4 ასაკობრივ კატეგორიაში და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 6-დან 26 წლამდე ასაკის ნებისმიერი ქვეყნისა და ეროვნების წარმომადგენელს.
3. ყველა მოსმენა საჯაროა.
4.პროგრამის ზეპირად შესრულება სავალდებულოა.
5. წარმოდგენილ პროგრამებში ცვლილებები დაუშვებელია. 
6. საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 სექტემბერი. 
7. სასურველია ყველა კონკურსანტი დაესწროს გახსნის ცერემონიალს.
8. კონკურსანტმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა კონკურსის ვებ-გვერდზე: www.borjomicompetition.ge, უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობის/პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, გადახდის ქვითრის ასლი და უახლესი ფერადი ფოტოსურათი.
9. მონაწილეთა  გამოსვლის  თანმიმდევრობა დადგინდება ანბანის მიხედვით.  ეს თანმიმდევრობა შენარჩუნებული იქნება კონკურსის ბოლომდე.
10. გაუთვალისწინებელი მიზეზებით გამოწვეული განრიგის ცვლილების შემთხვევაში, ყველა კონკურსანტი მზად უნდა იყოს დაუკრას შეცვლილი განრიგის მიხედვით.
11. პროგრამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საკონკურსო პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი პროგრამა უარყოფილია ხანგრძლივობის გამო, მისი შეცვლა შესაძლებელია წარმოდგენიდან 1 კვირის ვადაში..
12. ჟიურის აქვს უფლება:
ა) კონკურსანტს ნებისმიერი მიზეზით შეაწყვეტინოს გამოსვლა.
ბ) არ გასცეს ან გაყოს პრემია
გ) წარმოადგინოს კონკურსში საკუთარი მოსწავლე ხმის უფლების გარეშე.
13. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
14. კონკურსის მსვლელობის განმავლობაში კონკურსანტებს ან მათ ახლობლებს ჟიურის წევრებთან კონტაქტი ეკრძალებათ.
15. პრიზის მისაღებად ყველა გამარჯვებული ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა დახურვის საზეიმო ცერემონიალში. ფულადი პრემია გაიცემა საქართველოს ბანკის საშუალებით კონკურსის დამთავრებიდან მაქსიმუმ 30 დღეში.
16. ყველა კონკურსანტი ვალდებულია თვითონ უზრუნველყოს გზის, სასტუმროს და კვების ხარჯები. კონკურსის ადმინისტრაცია , სურვილის შემთხვევაში, დაეხმარება სასურველი სასტუმროს შერჩევაში. ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე borjomicompetition@hotmail.com, ან დაგვირეკეთ: 577214414

ასაკობრივი კატეგორიები და გადასახადი



ასაკი კატეგორია გადასახადი
6-9 I 40 ლარი
10-12 II 60 ლარი
13-15 III 80 ლარი
16-25 IV 100 ლარი


საკონკურსო პროგრამა



ერთ ტურად
თავისუფალი პროგრამა.ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წუთისა

II კატეგორია
ერთ ტურად
თავისუფალი პროგრამა.ხანგრძლივობა არაუმეტეს 15 წუთისა

III კატეგორია
ერთ ტურად
თავისუფალი პროგრამა.ხანგრძლივობა არაუმეტეს 20 წუთისა

IV კატეგორია
ერთ ტურად

არაუმეტეს 40 წუთის ხანგრძლივობის პროგრამა
ამ კატეგორიაში სავალდებულოა ფ. შოპენის ერთი ნაწარმოების შესრულება.


პრემიები და პრიზები



I კატეგორია
I პრემია 400 ლარი
II პრემია 300 ლარი
III პრემია 200 ლარი
პრემიები იბეგრება
II კატეგორია
I პრემია 800 ლარი
II პრემია 500 ლარი
III პრემია 300 ლარი
პრემიები იბეგრება
III კატეგორია
I პრემია 900 ლარი
II პრემია 700 ლარი
III პრემია 400 ლარი
პრემიები იბეგრება
IV კატეგორია
I პრემია 5000 ლარი
II პრემია 3000 ლარი
III პრემია 2000 ლარი
პრემიები იბეგრება



პრემიების გარდა, ჟიურის მიერ შესაძლებელია გაიცეს ფულადი ან სხვა სახის სპეციალური პრიზი, რაც გამოცხადდება კონკურსის საზეიმო დახურვის ცერემონიალზე.