ლორენცო დი ბელა

''ლეგენდარული პიანისტის, ლაზარ ბერმანის ბოლო მოსწავლე, ლორენცო დი ბელა საერთაშორისო აღიარების მქონე პიანისტია, რომელიც გამოირჩევა ტექნიკური ოსტატობითა და ორიგინალური მუსიკალური ინტერპრეტაციით. 2005 წელს მან კიევში გამართულ ვლადიმერ ჰოროვიცის სახელობის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე პირველი პრიზი და ოქროს მედალი მოიპოვა. მომდევნო წელს იტალიის ყოფილმა პრეზიდენტმა კარლო აძელიო ჩამპიმ მას პრესტიჟული „სინოპოლის პრიზი“ გადასცა. დი ბელა გამოსულა მსოფლიოს ისეთ ცნობილ სცენებზე, როგორიცაა: სანტა-ჩეჩილიას დარბაზი (Auditorium Parco della Musica) რომში, ტეატრო ლა ფენიჩე ვენეციაში, ტეატრო ოლიმპიკო ვიჩენცაში, მიქელანჯელოს დარბაზი ბოლცანოში, გროსე ტონჰალე ციურიხში, პრაღის რუდოლფინუმი და სმენატანას დარბაზი, ჰონგ-კონგის საკონცერტო დარბაზი, მოსკოვის გნესინების დარბაზი და სკრიაბინის მუზეუმი, ლიმას ნაციონალური თეატრი და სხვა. იგი კონცერტებს მართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გამოდისისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა: სპოლეტოს „ორი მსოფლიოს ფესტივალი“ (Festival dei Due Mondi), შოპენის ფესტივალი, მალერის ფესტივალი, კრაკოვის საფორტეპიანო ფესტივალი და სხვა. ლორენცო დი ბელა თანამშრომლობს წამყვან სიმფონიურ ორკესტრებთან და დირიჟორებთან, როგორიც არის: ჯეიმს კონლონი, კირილ კარაბიცი, ოლივერ ვედერი, რაინჰარდ ზეეჰაფერი, ხუან კარლოს ლომონაკო, ფან ტინგი, ლუიჯი პიოვანი, მასიმილიანო კალდი. 2022 წელს შედგა მისი დებიუტი ვენის Musikverein - ის ოქროს დარბაზში. ლორენცო დი ბელა პეზაროს როსინის კონსერვატორიის პროფესორია, ატარებს მასტერკლასებს (შანხაის კონსერვატორიაში, სოფიას ეროვნულ აკადემიაში, მოსკოვის გნესინების აკადემიაში და სხვა).
