გიორგი ვაჩნაძე

გიორგი ვაჩნაძე აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საორკესტრო ღონისძიებებსა და რეციტალებში ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ფინეთის, იტალიის, ისრაელის, რუსეთს, იაპონიის, ტაივანის, სამხრეთ ამერიკის მასშტაბით. მან სხვადასხვა ნაწარმოებები შეასრულა ზალცბურგის ფესტივალზე, მაისის სამუსიკო ფესტივალზე (“Maggio Musicale Festival”), სტრეზას ფესტივალზე (“Stresa Festival”), გილმორის აფორტეპიანო ფესტივალზე (“Gilmore Piano Festival”), რავენას ფესტივალზე (“Ravenna Festival”), ჰოლივუდის ფესტივალზე (“Hollywood Bowl Festival”), რავინიას ფესტივალზე (“Ravinia Festival”), როტერდამის ფილარმონიის ფილიპს გერგიევის სახელობის ფესტივალზე (“Rotterdam Philarmonic Philips Gergiev Festival”), თეთრი ღამეების ფესტივალზე (“White Nights Festival”), მიქელის ფესტივალზე (“Mikkeli Festival”). გიორგი ვაჩნაძეს შესრულებული აქვს მუსიკალური ნაწარმოებები ლონდონის ვიგმორის დარბაზსა “London Wigmore Hall”) და კოვენტის ბაღში (“Covent Garden”), სანკტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდ დარბაზში. 1997 წელს გიორგი ვაჩნაძის დებიუტი ედინბურგის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე შედგა სენსაციური რეციტალით და მიიღო გაზეთ “შოტლანდიის მაცნეს” (Scottish Herald) მიერ დაწესებული “მაცნე ანგელოზის ჯილდო” (Herald Angel Award). გიორგი ვაჩნაძე წარმოდგენილი იყო ჰოლანდიის ეროვნული რადიოს, BBC-ის და NPR-ის "Performance Today" პირდაპირ ეთერში. 1999 წელს გიორგი ვაჩნაძის დებიუტი ნიუ-იორკში შედგა ლინკოლნ ცენტრის ალის ტულისის სახელობის დარბაზში (Alice Tully Hall). კრიტიკოსი და მწერალი ფაუბიონ ბაუერსი ჟურნალ “American Record Guide”-ში წერდა: “ვაჩნაძე არის სრულყოფილი ხელოვანი, რომელიც ახლა საკუთარი ინტელექტუალური და მუსიკალური პოტენციალის მწვერვალშია. მისი შესაძლებლობები ფორტეპიანოსთან მიმართებით განუსაზღვრელია. მისი კონტროლის ქვეშ არის როგორც დელიკატური პიანისიმი, ასევე ფართო დიაპაზონი და ყველაფერი მათ შორის.” გიორგი ვაჩნაძის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული აქტივობები მოიცავს ღონისძიებებს “იაპონიის საუკუნის ორკესტრთან” (Japan Century Orchestra) ერთად ოსაკას სიმფონიურ დარბაზში, დიდ ფილარმონიულ დარბაზში გამართულ ღონისძიებებსა და მარინსკის საფორტეპიანო ფესტივალს (“Mariinsky Piano Festival”) სანკტ-პეტერბურგში, სტრავისნკისა და შოსტაკოვიჩის სახელობის ფესტივალებს (“Stravisnky and Shostakovich Festivals”) ვაშინგტონში, ვუდსტოკის ფესტივალს (“Woodstock Festival”) ნიუ იორკში, სტენფორდის სტრავისნკის ფესტივალს (“Stanford Stravinsky Festival”), წყნარი ოკეანის სიმფონიური რახმანინოვის ფესტივალს (“Pacific Symphony Rachmaninoff Festival”), ტაივანის ხელოვნების ფესტივალს (“SYArts Festival”), ღონისძიებებს იაპონიაში, საქართველოში, იტალიასა და სხვა მრავალ ქვეყანაში. გიორგი ვაჩნაძე თანამშრომლობს და თანამშრომლობდა ისეთ გამოჩენილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან ვალერი გერგიევი, ვლადიმერ ფედოსეევი, პაავო ჯარვი, ნორიჩიკა იმორი, ჯანსუღ კახიძე, ჯანანდრეა ნოსედა და სხვები. ბ-ნმა ვაჩნაძემ ჩაწერა რახმანინოვის კონცერტი N2 და რაველის კონცერტი მარცხენა ხელისთვის თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაესტრო ჯანსუღ კახიძის (Sony Classical) ხელმძღვანელობით.ჩანაწერები რამდენჯერმე იქნა ხელახლა გამოშვებული და კრიტიკოსების უაღრესი სიმპათია დაიმსახურა. გიორგი ვაჩნაძის სხვა რელიზები მოიცავს პროკოფიევის სონატების ჩანაწერს (Triton, Japan) და გია ყანჩელის 33 მინიატურა ფორტეპიანოსათვის (Piano Classics, Netherlands). გიორგი ვაჩნაძის უახლესი ჩანაწერი რახმანინოვის N3 საფორტეპიანო კონცერტის ოსაკას სიმფონიურ დარბაზში ცოცხალი შესრულებით გამოიცა 2022 წელს “Audiophile Society” მარკის ქვეშ. მან ახლახანს მიიღო “LA Audiophile Society”-ის წლის ჩანაწერის ჯილდო. გიორგი ვაჩნაძემ მუსიკალური განათლების მიღება 5 წლის ასაკში დაიწყო პედაგოგ ლარისა ბახტაძის ხელმძღვანელობით. მან სწავლა განაგრძო “ნიჭიერთა ათწლედის” ფარგლებში და შემდგომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც მისი პედაგოგი და პროფესორი გახლდათ ვანდა შიუკაშვილი, ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი პატრიარქი. ბატონმა ვაჩნაძემ 1990 წლიდან აკადემიური მოღვაწეობა განაგრძნო ნიუ იორკის მანესის მუსიკალურ კოლეჯში (Mannes College of Music in New York), არკადი არანოვის სტუდიაში. 1992 წელს შეუერთდა დიდი ქართველ-ამერიკელი პიანისტის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძის ახლად დაარსებულ სტუდიას ინდიანას უნივერსიტეტში (Indiana University South Bend). ალექსანდრე თორაძესთან პროფესიულმა თანამშრომლობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ბატონი ვაჩნაძის, როგორც შემსრულებლისა და პედაგოგის განვითარებასა და მოღვაწეობაში. 1993 წელს გახდა თორაძის ასისტენტი, შემდგომ კი მრაალი საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის (Gina Bachauer Competition, 1998 Palm Beach Invitational Competition, 1996 Alabama Competition, 1997 World Piano Competition) გამარჯვებული. გიორგი ვაჩნაძე წლების განმავლობაში გახლდათ ისეთი უმაღლესი სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, როგორიც არის დეპოლის უნივერსიტეტი (DePaul University), მიჩიგანის სახელმწიფო უნიევრსიტეტი (Michigan State University), და ინდიანას უნივერსიტეტი (Indiana University). მისი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში მისმა სტუდენტებმა მოიპოვეს უმაღლესი პრიზები მრავალი საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით. გიორგი ვაჩნაძე არის იტალიის “ლესას ვილლა სანდრას საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემიის” (Villa Sandra International Piano Academy in Lesa (Lago Maggiore), დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2024 წლის მარტში გიორგი ვაჩნაძე დაინიშნა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის პოზიციაზე.