ჟიური
ალექსანდრე გინდინი
ჟიურის თავმჯდომარე
წარმოშობით მოსკოვიდან, ალექსანდრე გინდინს მსოფლიო საფორტეპიანო სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 17 წლის ასაკში ის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა, ხოლო 2007 წელს კლივლენდის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე I პრემია მოიპოვა. ვრცლად
თამარ ლიჩელი
თამარ ლიჩელი არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორისაა ეტლინგენის საერთაშორისო კონკურსი (გერმანია), გიოტინგენის შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (გერმანია), მარკო-პოლოს საერთაშორისო კონკურსი (საბერძნეთი), საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, საერთაშორისო კონკურსი „Ibla Grand Prize” (იტალია), საერთაშორისო კონკურსი “Bradshaw&Buono” (აშშ) და სხვ. ვრცლად