დმიტრო ჩონი

''სრულყოფილი ტექნიკით, მუსიკალურობით, ბგერის მდიდარი პალიტრით უკრაინელ-ავსტრიელი პიანისტი დმიტრო ჩონი თავისი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ არტისტად მიიჩნევა. საერთაშორისო აღიარება მან ისეთ პრესტიჟულ კონკურსებზე მოიპოვა, როგორიცაა კლიბერნის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (2022), ლიდსის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (2021) და პალომა ო’შეას სანტანდერის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (2018). დმიტრო მართავს კონცერტებს ისეთ პრესტიჟულ დარბაზეში, როგორიცაა: ლონდონის „ვიგმორ-ჰოლი“, ნიუ-იორკის „კარნეგი-ჰოლი“, ჰამბურგის „ელბფილჰარმონი“, ამსტერდამის „კონცერტგებაუ“, ბერლინისა და ვენის „კონცერტჰაუსები“, პარიზის „მეზონ დე ლა რადიო“, ბუენოს-აირესის „თეატრო კოლონი“, ბარსელონას „პალაუ დე ლა მუსიკა“, ბრიუსელის „ფლაჟე“, ამსტერდამის „მუზიკგებაუ“ და მადრიდის „აუდიტორიო ნასიონალი“. იგი ასევე გამოსულა ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა: ვერბიესა და ლუცერნის ფესტივალები, „კისინგერ ზომერი“, ბონის „ბეთჰოვენფესტი“, შოპენის საერთაშორისო ფესტივალი დუშნიკიში და დუბროვნიკის ზაფხულის ფესტივალი. ჩონის დისკოგრაფია მოიცავს ორ სოლო ალბომს: „Pilgrimage“ (2025), სადაც შესულია დებიუსის, ლისტის, სილვესტროვისა და ლიბერმანის ნაწარმოებები და „Heartlands“ (2026) — ბრამსის, შუმანისა და ლისენკოს მუსიკით. ორივე ჩანაწერმა კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ჩონიმ ფორტეპიანოზე დაკვრა ოთხი წლის ასაკში დაიწყო. იგი სწავლობდა კიევში, ნინა ნაიდიჩთან და იური კოტთან, რის შემდეგაც სწავლა გრაცის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში, მილანა ჩერნიავსკას და გაბრიელა მონტეროს ხელმძღვანელობით განაგრძო. ამჟამად მუსიკოსი ვენაში ცხოვრობს.
