გაიუშ კესკა

პიანისტ გაიუშ კესკას დამთავრებული აქვს კრაკოვის მუსიკის აკადემია და ამსტერდამის სველინკის სახ. კონსერვატორია. მისი ხელმძღვანელები იყვნენ ანდრეი პიკული და უილემ ბრონსი. კრაკოვის მუსიკის აკადემიიდან ხელოვნების დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ მან მუშაობა ასისტენტ - პროფესორად ამავე აკადემიაში დაიწყო.

გაიუშ კესკა მრავალი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მას მიღებული აქვს საპატიო სტიპენდიები პოლონეთის კულტურის სამინისტროდან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციიდან როგორც სამშობლოში, ისე საზღვარგარეთ. პიანისტი რეგულარულად მართავს კონცერტებს ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ დარბაზებში, მათ შორის არგენტინაში, ჩილეში, ჩინეთში, ეკვადორზე, ისრაელში, იაპონიაში, კანადასა და პერუში. მას მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო ფესტივალში, რომელთაგან აღსანიშნავია შოპენის ფესტივალი ლაიფციგში, პოლონური დღეები პრაღაში, სლუპსკის პოლონური მუსიკის ფესტივალი, საერთაშორისო ფესტივალები ჰოლანდიაში, ჩინეთში, ჩილეში, არგენტინაში.

2013 წელს მისმა შიმანოვსკის სონატების სადებიუტო ალბომმა ესპანური ჟურნალის „სკერცო“ ჯილდო მიიღო. გაიუშ კესკა არის რამდენიმე საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის დამაარსებელი. იგი ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, მისი სტუდენტები არიან სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები. მას პედაგოგიური საქმიანობისთვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. გაიუშ კესკა რეგულარულად მართავს მასტერკლასებს როგორც თავის ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.